შექმნილია ხელოვნებისთვის
შექმნილია ხელოვნებისთვის
უცნობი ხელოვანის პორტრეტი
უცნობი ხელოვანის პორტრეტი
ხელოვანის პორტრეტი
ხელოვანის პორტრეტი
ვაკეთებთ თქვენთვის
ვაკეთებთ თქვენთვის

Handmade Evart - ხელოვნებისა და შრომის დიდი თანაკვეთა.

დაემატა: 15-03-2021, 19:20
Handmade Evart - ხელოვნებისა და შრომის დიდი თანაკვეთა.

KDART ხელოვნებისთვის - ინტერვიუ HandMade / MIX ART წარმომადგენელთან. როდესაც ხელოვნება და შრომა ერთმანეთში თავსებადია.

გვესაუბრეთ Handmade Evart-ზე.
Handmade Evart არის ჩემი ახალი წამოწყება, სადაც თითოეული ნივთი იქმნება დიდი სიყვარულით . ვაწარმოვებ მხოლოდ ხელნაკეთ ნივთებს. ნებისმიერი ასაკი ადამიანს შეუძლია შეუკვეთოს თავის გემოვნებაზე მორგებული პლედი, ხელთათმანი და ბევრი რამ.

რამდენად მნიშვნელოვანი თქვენთვის გერქვათ Handmade Evart-ის შემოქმედი?
თვითონ სახელი “ევართ” უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, რადგან ასოცირდება ჩემი შვილის სახელით, ამიტომ ძალიან დიდი შემართებით და ხალისით ვუდგები ჩემს საქმიანობას.


რატომ მაინცდამაინც პლედები, საბავშო აქსესუარები, სათამაშოები და ხელთათმანები?
პირველი რაც მომივიდა აზრად ეს იყო საბავშვო პლედი, რადგან მე მჭირდებოდა და ვერ ვიშოვე ის რაც მინდოდა, შემდეგ გადავწყვიტე რომ მომექსოვა. ქსოვის პროცესი და შედეგი იმდენად მომეწონა და მესიამოვნა,რომ გადავწყვიტე სხვებისთვისაც გამეზიარებინა და მქონოდა ჩემი ხელსაქმე, შემდეგ უკვე მომხმარებლებისგან წამოვიდა ინიციატივა, რომ მომექსოვა მათთვის ხელთათმანები და სათამაშოები.

თქვენი ნამუშევრები საკმაოდ ლამაზი და ფერადია ნიშნავს თუ არა ეს რამეს?
თავიდანვე ჩემი მიზანი იყო, რომ პლედები ყოფილიყო ფერადი, რადგან ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ნათელ ფერებზე არის დამოკიდებული ჩვენი ხასიათი, განწყობა და ასე შემდეგ. ფერადი პლედები განკუთვნილია, როგორც ბავშვებისთვის ასევე დიდებისთვისაც.


თქვენი აზრით, რამდენად დიდი ადგილი უკავია ხელოვნებაში იმას რასაც თქვენ აკეთებთ?
ჩემი საქმიანობა არის ხელნაკეთი ნივთების შექმნა, ამიტომ მგონია რომ ძალიან დიდი ადგილი უკავია ხელოვნებაში

აგვიღწერეთ თქვენი სამუშაოს 1 დღე.
ჩემი სამუშაოს ერთი დღე საკმაოდ ხალისიანად და სასიამოვნოდ მიმდინარეობს, რადგან ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მიმწონს, ვიცი რომ ამით გავახარებ ჩემს მომხმარებელს და მას ექნება ჩემს მიერ შექმნილი ნივთი, ეს მაძლევს დიდ სტიმულს, რომ უფრო მეტი ვისწავლო და უფრო განვითარდე, ყოველი ახალი ნივთის შექმნისას, ვცდილობ ახალი შტრიხები შევმატო და უფრო მრავალფეროვანი გავხადო.


მიმართეთ გულშემატკივრებს.
ინსტაგრამზე მყავს ძალიან ბევრი გულშემატკივარი, რაც ძალიან მახარებს და მაბედნიერებს, ბევრი დადებითი შეტყობინება მომდის და ვფიქრობ რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე და დავიწყე ეს საქმიანობა. მინდა მივმართო ჩემს გულშემატკივრებს და ვუთხრა რომ საუკეთესოები არიან
გამოიწერეთ და შეიძინეთ პროდუქცია Handmade Evart-დან.