შექმნილია ხელოვნებისთვის
შექმნილია ხელოვნებისთვის
უცნობი ხელოვანის პორტრეტი
უცნობი ხელოვანის პორტრეტი
ხელოვანის პორტრეტი
ხელოვანის პორტრეტი
ვაკეთებთ თქვენთვის
ვაკეთებთ თქვენთვის

სიკო დოლიძე და სერგო ზაქარიაძე - "დღე უკანასკნელი, დღე პირველი"

დაემატა: 12-03-2021, 23:19
სიკო დოლიძე და სერგო ზაქარიაძე - "დღე უკანასკნელი, დღე პირველი"

"დღე უკანასკნელი, დღე პირველი". სიკო დოლიძის შემოქმედება, რომელსაც სერგო ზაქარიაძე (გიორგის) როლში და ბელა მირიანაშვილი (ლამარას) როლში ამშვენებენ. ფილმის პრემიერა 1959 წელს შედგა.


სიკო დოლიძე გამორჩეული ადამიანი და რეჟისორი იყო, რომლის ხედვებიც ზუსტად ემთხევოდა რეალობასა და იმ ცხოვრებას, რომელშიც მას უწევდა ცხოვრება. ამის დიდი მაგალითია ზუსტად "დღე უკანასკნელი, დღე პირველი", ასევე "ჭრიჭინა," "დარიკო," და სხვები...


ფილმის სიუჟეტი თბილისში მიმდინარეობს, სადაც მოხუცი ფოსტალიონი საკუთარი საქმიანობის ბოლო დღეს ატარებს, რომელსაც მისი შემცვლელი ლამაზი და ახალგაზრდა გოგონა უმშვენებს გვერდს. მოხუცი ფოსტალიონი ცდილობს, პატარა შემცვლელი ხალხს გააცნოს, დაამეგობროს და ფოსტის მიტანის დროს ისე მიიღონ როგორც მას იღებდნენ.

მოხუცი ფოსტალიონის როლში გვევლინება სერგო ზაქარიაძე ადამიანი, რომელიც განსაკუთრებულია ქართულ კინოხელოვნებაში. სერგო ზაქარიაძე არის ადამიანი, რომელსაც შეეძლო ფოსტალიონიც ეთამაშა, ჯარისკაცის მამაც, ჯარისკაციც და უბრალოდ ქართველი, რომელსაც ვაზის მიმართ დიდი ლტოლვა აქვს და მზად არის ტანკს გადაეფაროს. სერგო ზაქარიაძე ამ კონკრეტულ ფილმში უბრალო, კეთილ და გულმოწყალე ადამიანის როლს თამაშობს, ფაქტობრივად იმას ვინც რეალურად იყო, რეალურ ცხოვრებაში.