შექმნილია ხელოვნებისთვის
შექმნილია ხელოვნებისთვის
უცნობი ხელოვანის პორტრეტი
უცნობი ხელოვანის პორტრეტი
ხელოვანის პორტრეტი
ხელოვანის პორტრეტი
ვაკეთებთ თქვენთვის
ვაკეთებთ თქვენთვის

Be Weeb - როდესაც ანიმე და ხელოვნება ერთმანეთს ერწყმის.

დაემატა: 12-03-2021, 18:51
Be Weeb - როდესაც ანიმე და ხელოვნება ერთმანეთს ერწყმის.

KDART ხელოვნებისთვის - ინტერვიუ მხატვარ / MIX ART წარმომადგენელთან. რომელიც ხელოვნებას ერწყმის. Be Weeb - როდესაც ანიმე და ხელოვნება ერთმანეთს ერწყმის.

რას ნიშნავს Be_Weeb?
სიტყვა weeb აღწერს ისეთ ადამიანს, რომელიც ეროვნებით არ არის იაპონელი, მაგრამ დაინტერესებულია იაპონური კულტურით. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენც (მე და ჩემი და) მივეკუთვნებით მსგავსი ტიპის ადამიანებს, გადავწყვიტეთ ჩამოგვეყალიბებინა ხელნახტი ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდი, რომელიც მომხმარებელს აქცევდა 
Weeb ადამიანად.
 
რატომ გადაწყვიტეთ ანიმე პერსონაჟების გადატანა ტანსამელზე?
მიუხედავად იმისა, რომ ვართ ორი განსხვავებული ტიპისა და ინტერესების ადამიანები,  ბავშვობიდან დაინტერესებულები ვიყავით ანიმეებით და ზოგადად აზიური კულტურით. დროთა განმავლობაში დავაგროვეთ დიდი ინფორმაცია და სურვილი გაგვიჩნდა იდეების ლოკალიზება მოგვეხდინა ისეთ საქმეში, რომელიც ჩვენთან ერთად სხვებსაც მიანიჭებდა სიამოვნებას და გააბედნიერებდა.


რა ხდება როდესაც მუშაობის დროს ხელს გიშლიან?
კონკრეტულად ხატვის და კერვის პროცესისას ხელის შემშლელი ფაქტორები ჩვენთვის არ არსებობს, გვიყვარს როგორც ერთმანეთთან ასევე ადამიანებთან კონტაქტი, იდეებისა და მოსაზრებების გაცვლა, პროცესისას მუსიკის მოსმენა, ასევე მყუდრო გარემო და მარტო ყოფნაც პრობლემას არ წარმოადგენს.

ის სახელოვნებო ნიჭი, რასაც ახლა ფლობთ და აწარმოებთ თქვენი მაქსიმუმია?
რა თქმა უნდა, არა. ყოველი მომდევნო შეკვეთის დასრულების შემდეგ ვრწმუნდებით იმაში, რომ ნელ-ნელა ვიზრდებით, ვხვეწავთ პროდუქციას, ვსწავლობთ შეცდომებზე და უფრო მეტი პოტენციალი გვაქვს მომავალში.


რა და ვინ გაძლევთ მოტივაციას?
პირველ რიგში ერთმანეთი, ოჯახი, მეგობრები, გულშემატკივრები და ბედნიერი მომხმარებელი. ასევე კრიტიკული შეფასებები თუ კომენტარები გვამოტივირებს უკეთესობისკენ. 

თქვენი ნამუშევრები თქვენ შინაგან მეს აღწერს?
რა თქმა უნდა, ზოგადად ემოციური მდგომარეობა აისახება ნამუშევრებზე. ჩვენი შინაგანი მდგომრაეობა და გრძნობები ზუსტად ასახავს ბრენდის იდეას და თემას. ცხოვრებაში ადამიანს ყველაფერი გამოდის კარგად, თუ დიდი სიყვარულით აკეთებს და ჩვენც გულრწფელ გრძნობებს ზუსტად ამ საქმეში ვდებთ.


როგორია თქვენთვის გერქვას ხელოვანი?
ორივე ვართ რადიკალურად განსხვავებული პროფესიის ადამიანები (სატელეკომუნიკაციო ინჟინერი და სურსათის ტექნოლოგი.) მაგრამ ხელოვნება გვაერთიანებს. ჩვენთვის იყო ხელოვანი ნიშნავს ჩვენი შინაგანი განცდების რეალიზება ჩავდოთ ჩვენს ნამუშევარებში. 

მიმართეთ თქვენს გულშემატკივარს.
თითოეული თბილი კომენტარი თუ მესიჯი ძალიან გვაბედნიერებს და სტიმულს გვაძლევს უკან დაგიბრუნოთ თქვენგან მიღებული დიდი სიყვარული და მადლიერება ჩვენი ნამუშევრებით.


გამოიწერეთ და შეიძინეთ ტანისამოსი Be_Weeb-დან.
Instagram.