შექმნილია ხელოვნებისთვის
შექმნილია ხელოვნებისთვის
უცნობი ხელოვანის პორტრეტი
უცნობი ხელოვანის პორტრეტი
ხელოვანის პორტრეტი
ხელოვანის პორტრეტი
ვაკეთებთ თქვენთვის
ვაკეთებთ თქვენთვის

Marblue • მარბლუ - ხელნაკეთი ნივთები პარალელური სამყაროდან.

დაემატა: 11-03-2021, 18:55
Marblue • მარბლუ - ხელნაკეთი ნივთები პარალელური სამყაროდან.

KDART ხელოვნებისთვის - ინტერვიუ MIX ART წარმომადგენელთან, რომელიც ხელოვნებას ერწყმის.

რა არის "მარბლუ?
მარბლუ არის ხალნაკეთი სამკაულების ბრენდი, რომელიც ყოველდღიურად ქმნის ახალ პროდუქტს. ორიენტირებული ვარ ხარისხზე და ასევე ვცდილობთ, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი სამკაულები.

რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ "მარბლუ-ს" შემოქმედი?
იყო მარბლუს შემოქმედი პირველ რიგში ნიშნავს ძალიან დიდ სიამოვნებას. ასევე ნიშნავს იყო მრავალფეროვანი, კრეატიული და პასუხისმგებლიანი.


როდის გადაწყვიტეთ თქვენი შემოქმედებითი სახელოვნებო ნიჭი გადაგექციათ შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდ?
ბავშვიბიდან მქონდა ინტერესი, თავდაპირველად დავიწყე ბისერებით მუშაობა, გავიარე კურსებიც, მაგრამ შემდეგ დავინტერესდი ბუნებრივი ქვებით. ამის შემდეგ დავიწყე მათი შესწავლა, შემდგომ კი მათი გამოყენება. რამდენიმე სამკაულის გაკეთების შემდეგ, გადავწყვიტე გამეკეთებინა Facebook გვერდი და მექცია შემოსავლის წყაროდ. ასე განჩნდა მარბლუს შექმნის იდეა.

როგორ მზადდება თქვენი ხელნაკეთი პროდუქცია?
დამზადების პროცესი საკმაოდ შრომატევადია და დიდ დროს მოითხოვს. პროდუქტს ვამზადებ მხოლოდ ბუნებრივი ქვებით და უჟანგავი მასალით, ასევე ვიყენებ მოოქროვილ მასალასაც. პირველ რიგში ვიწყებ სამკაულის სტილზე ფიქრს, შემდეგ გადავდივართ ქვების და ფერების შერჩევაზე. მუშაობის პროცესში იდეაც იხვეწება და საბოლოოდ იქმნება პროდუქტი


როგორ ფიქრობთ დაუფასებელია თუ არა ის საქმე რასაც თქვენ აკეთებთ?
დღესდღეობით ხელნაკეთი აქსესუარების მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია. ვერ ვიტყვი რომ დაუფასებელია, რადგან მომხმარებლისთვის დიდი დატვირთვა აქვს ბუნებრივ ქვებს და ხარისხიან მასალას, მაგრამ ჩემი აზრით იმდენად დაფასებული არ არის როგორც უნდა იყოს, რადგან ნამდვილად დიდი შრომაა საჭირო პროდუქტის შექმნისთვის.

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის "მარბლუ?"
მარბლუს ნამდვილად დიდი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში და რათქმაუნდა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, შემოსავლის წყაროსთან ერთად ძალიან დიდი განტვრირთვა და სიამოვნებაა, მითუმეტეს, როცა კმაყოფილი მომხმარებლები გყავს ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.


ეს ის საქმეა რისი კეთების დროსაც თქვენ ნამდვილ სიამოვნებას იღებთ?
რა თქმა უნდა, როგორც უკვე ავღნიშნე ეს ის საქმეა რაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, არ მენანება დრო და ენერგია. სამკაულების შემქმნის დროს გაწეული ენერგია თითქოს უკან მიბრუნდება.

მიმართეთ საკუთარ გულშემატკივრებს.
ჩემს მომხმარებლებს პირველ რიგში დიდ მადლობას გადავუხდი ნდობისთვის, რადგან ირჩევენ “მარბლუს” . მინდა ჩემს ახლანდელ და მომავალ მომხმარებლებს ვუთხრა, რომ წინ ბევრი სიახლე ელოდებათ.

გამოიწერეთ და შეიძინეთ ხელნაკეთი ნივთები Marblue • მარბლუ-დან.
Facebook.
Instagram.