შექმნილია ხელოვნებისთვის
შექმნილია ხელოვნებისთვის
უცნობი ხელოვანის პორტრეტი
უცნობი ხელოვანის პორტრეტი
ხელოვანის პორტრეტი
ხელოვანის პორტრეტი
ვაკეთებთ თქვენთვის
ვაკეთებთ თქვენთვის

Tamara Paintings - ქართული მხატვრობის დიდი მომავალი.

დაემატა: 10-03-2021, 22:56
Tamara Paintings - ქართული მხატვრობის დიდი მომავალი.

KDART ხელოვნებისთვის - ინტერვიუ ქართული მხატვრობის უნიჭიერეს წარმომადგენელთან:

რა არის თქვენთვის ხელოვნება?
ხელოვნება სულის საზრდოა, თავისუფლებაა და შინაგანი ამოძახილი. ხელოვნება ყველგან არის და ყველაფერშია. თვითონ სამყაროა ხელოვნების ნიმუში.

 რას გრძნობთ და რას განიჭებთ ტილოზე მუშაობა?
ძირითადად მაშინ ვხატავ, როდესაც გაბრაზებული ან აღელვებული ვარ. ამიტომ დავჯდები და მთელი ჩემი ემოციები ტილოზე გადადის. თითქოს იმ პროცესში სრულიად გათიშული ხარ და მოვლენები კადრებივით გადის, თუმცა შენ მათ არც უსმენ და ხატავ მთელი ემოციებით. ტილოზე მუშაობა ძალიან საინტერესოა, რადგან ყოველ ჯერზე რაღაც ახალს აღმოაჩენ და სწავლობ. ყოველი მონასმი, ყოველი ფერი რაღაც დატვირთვას იძენს და როდესაც ასრულებ ნახატს ისეთი შეგრძნება გეუფლება თითქოს ამოისუნთქე.


განიჭებთ თუ არა ტილოზე მუშაობა ყველაზე დიდ სიამოვნებას?
რათქმაუნდა, ძალიან სასიამოვნო პროცესია

 ძირითადად როგორი სახის ტილოებზე, ილუსტრაციებზე მუშაობთ?
დღესდღეობით ისევ ძიებაში ვარ არასდროს ვხატავ ერთ სტილში.  როდესაც ჩემს ნახატებს ათვალიერებენ, ძალიან უკვირთ თითქოს ყველა ნახატი სხვადასხვა ადამიანის შესრულებით იყოს. პარიზში, როდესაც გალერეის კრიტიკოსმა ნახა ჩემი ნამუშევრები, სწორედ ეს თქვა, თითქოს ამ ნახატებში სხვადასხვა ადამიანი ცხოვრობდესო, მან მირჩია რომ არასდროს სხვისი კრიტიკის გამო ჩემი სტილი და მოსაზრებები არ შემეცვალა. მე ეს მომწონს, რადგან ჩემი ხასიათიც სწორედ ჩემი ნახატებივით ცვალებადია. არ ვაპირებ მხოლოდ ერთ სტილში ვხატო და მოსაწყენი გავხადო ჩემი მხატვრობა.
რაც შეეხება (გრაფიკულ დიაზინს) ილუსტრაციებს, ეს უფრო ჩემი პროფესიაა, რომელიც შანსს მაძლევს, რომ გავითარდე და ხალხთან ვიურთიერთო. ვხატავ როგორც ილუსტრირებულ პორტრეტებს, ასევე დეკორაციებს, რომელიც ოთახებს გაულამაზებს ადამიანებს. რადგან ნახატები შედარებით ძვირია და არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი, ამიტომ გადავწყვიტე, რომ  ჩემი ნამუშევრები გადმომეცა ილუსტრაციის სახით.


 რთულია თუ არა რასაც აკეთებთ?
რთული არ არის, რადგან მიყვარს ჩემი საქმე. როდესაც სიყვარულით აკეთებ რამეს ვერასდროს დაინახავ მის სირთულეს. 

 მოგვიყევით როგორ იქმნება თქვენი ნამუშევრები.
სკოლის პერიოდში ვაწარმოებდი ყოველდღიური ჩანაწერებისთვის დღიურს. თუმცა ისე ხდებოდა რომ ყოველთვის ვიღაც გამოჩნდებოდა ვინც ამ დღიურს ჩუმად კითხულობდა. ამიტომ ჩემი მხატვრობა გადავაქციე ჩემს წიგნაკად.  ვხატავდი ყველაფერს რისი გაზიარებაც მინდოდა დღიურისთვის, თუმცა რადგან ასაკით პატარა ვიყავი მაინც ყველა ახერხებდა ნახატებიდან ჩემი ჩანაფიქრების გამოცნობას, განსაკუთრებით კი დედა, რომელიც პროფესიით ფსიქოლოგია. ამიტომ შემდეგ გადავწყვიტე, როდესაც დავხატავდი. შემდეგ ზედ მეორე და მესამე ფენად გადავახატავდი ხოლმე, რომ ვერავინ მიმხვდარიყო მის აზრს. სხვათაშორის ეს ნამუშევრები საინტერესო აღმოჩნდა, რადგან ვხატავდი ზეთებში და შიდა ფენები დროდადრო ფერებს იცვლიდა,  წინ ამოდიოდა ის ორი, სამი ნახატის გამოსახულება, რაც ტილოს საწყისში იყო. შედეგად ვიცლებოდი ემოციებისგან და ნახატებისგან იმაზე მეტს ვიღებდი, რასაც დღიური მომანიჭებდა. შემდეგ დავიწყე გრაფიკაში ხატვა, რაც ძალიან ჩახლართული და ამოუცნობი იყო ყველასთვის, მე კი ეს ძალიან მომწონდა, რადგან ვერავინ ხვდებოდა რისი თქმა მინდოდა მე ამ ნახატებით. დღესდღეობით კი კარგად ვისწავლე ჩემი სიმბოლოების და განცდების ჩამალვა, ამიტომ ყველანაირ სტილში ვხატავ თავისუფლად.


როგორ ფიქრობთ ეს უფრო თქვენი ჰობია თუ პროფესია? 
ვერც პროფესიას დავარქმევ და ვერც უბრალოდ ჰობს. არ ვიცი რა ვუწოდო რადგან ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილია. 

სამომავლო გეგმები და ჩანაფიქრები. მიმართეთ იმ ხალხს ვინც თქვენი გულშემატკივარი და მომხმარებელია ან გახდება მომავალში.
ჩემს სამომავლო გეგმებში შედის მეტი ქვეყნის მონახულება, მათი ხელოვნებისა და კულტურის შესწავლა. სხვადასხვა გალერეებთან თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, საბოლოოდ საქართველოში დამკვიდრება და რაიმე ახალის შექმნა, რაც გამოადგება ყველა ჩემნაირ მხატვარს. მინდა მეტი რესურსი შევიქმნა და შევუქმნა ჩემს მეგობარ ხელოვანებს, რადგან არ მიატოვონ ეს საქმე სოციალური პრობლემების გამო და მეტად გავითარდნენ.  
ძალიან ბევრი გულშემატკივარი მყავს და ჩემი
Facebook გვერდის მეშვეობით კიდევ უფრო მეტი შევიძინე.  ასეთ გამოხმაურებას და სითბოს არ ველოდი ამ ადამიანებისგან. მათ ყოველთვის ვეუბნები, რომ სითბო და სიკეთე, რასაც ჩემს და სხვების მიმართ გასცემენ არასდროს იკარგება. ვცდილობ მათთან ვიმეგობრო, კრიტიკაც მოვისმინო და მეტი სიახლე შევთავაზო. მინდა მივმართო, რომ მადლიერი ვარ მათი გვერდში დგომით და ჩემი წარმატებების გაზიარებით. ისინი მაძლიერებენ და მასტიმულირებენ.

გამოიწერეთ და შეიძინეთ Tamara Paintings-ის ნამუშევრები: