შექმნილია ხელოვნებისთვის
შექმნილია ხელოვნებისთვის
უცნობი ხელოვანის პორტრეტი
უცნობი ხელოვანის პორტრეტი
ხელოვანის პორტრეტი
ხელოვანის პორტრეტი
ვაკეთებთ თქვენთვის
ვაკეთებთ თქვენთვის

დავით კაკბაძე ქართული ხელოვნების "ღმერთი".

დაემატა: 16-02-2021, 22:58
დავით კაკბაძე ქართული ხელოვნების "ღმერთი".

დავით კაკაბაძე ფერმწერი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ხელოვნების მკვლევარი, გამომგონებელი, პროფესორი, უბრალოდ საკუთარი საქმის დიდი შემოქმედი და ხელოვანი დაიბადა 1889 წელს სოფელ დიდ კუხში.

დავით კაკაბაძე ადრეული ასაკიდავნე გამოირჩევოდა საკუთარი დიადი ნიჭით, ის არა მარტო მხატვრობის და ფერწერის გავითარებაზე ზრუნავდა, არამედ უფრო ფილოსოფიურად, ტექნიკურად და ღრმად უყურებდა კონკრეტულად საკუთარ საქმიანობას და ზოგადად სიტყვა "ხელოვნებას".

სტერეო კინო აპარატი.
ტყუილად არ ვახსენეთ, რომ დავით კაკაბაძე ტექნიკური თვალსაზრისითაც უყურებდა საქმეს, ის იყო გამომგონებელი მან შექმნა უსათვალო სტერეო-კინო აპარატის კონცეფცია.









დავით კაკაბაძე გატაცებული იყო პეიზაჟებითაც, 1918 წელს იმერეთის ფონზე მან გამოსახა საკუთარი დედა, რომელიც ზის ბუნებაში ჩაფიქრებული და ქსოვს. კარგად თუ დავაკირდებით ნახატს, ეს უნდა იყოს საკმაოდ მაღალ მთიან ადგილას, რადგან დედის ფონზე საკმაოდ ლამაზი ხედი იშლება, რომელიც ასევე დავით კაკაბაძის დამახასიათებელი ხელწერაა. 

მის ხელწერაში საკმაოდ დამახასიათებელია გადმოცემის უნარი თუ როგორ მკაფიოდ მოაქვს ჩვენამდე ერთი ნახატით საკუთარი სათქმელი ან საკუთარი დედის ფიქრები.

დავით კაკაბაძე გამორჩეულია საკუთარი ფერადოვნებით ის არანაირად არ ხატავდა ერთ კონკრეტულ ფერში ან ორ კონკრეტულ ფერში, მას უყვარდა ბევრი ფერის სინთეზი, რომელბსაც ისე სვავდა ერთმანეთში, როგორც არა პროფესიონალი, არამედ თითქოს ფერთა გამის გამომგონებელი.





დავით კაკაბაძემ პირველად, პირველმა საქართველოში საფუძველი დაუდო "კუბიზმის" ჟანრს მხატვრობის სფეროში. ამით მან დაამტკიცა, რომ ხელოვნება ბევრად საინტერესო, შემეცნებითი, ფილოსოფიური და კანონს გასულია, სადაც მარტივად, რომ ვთქვათ რასაც გინდა იმას იზავ.










დავით კაკაბაძე გატაცებული იყო სათეატრო ხელოვნებითაც, კოტე მარჯანიშვილმა ის მიიწვია თეატრში და მუშაობა დაიწყო თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნების დარგში. რა თქმა უნდა, დავით კაკაბაძეს საკმაოდ დიდი ხედვა ჰქონდა და თეატრშიც გამოჩენილი იყო თავისი საქმით და სახელოვნებო სფეროთი მან საკმაოდ ძლიერი სპექტაკლები გააფორმა და საკმაოდ ლამაზად მაგალითად: ტოლერის "ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ", დადიანის "ნინოშვილის გურია" და სხვები.

დავით კაკაბაძემ საკუთარი საქმე, სამშობლო და დიდი ხელოვნება 1952 წელს უბრალოდ ფიზიკურად დატოვა, რომელიც ახლა კვლავ ჩვენთან არის და ჩვენში ცოცხლობს როგორც დიდი ქმნილებანი დედამიწაზე. დავით კაკაბაძე დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.