შექმნილია ხელოვნებისთვის
შექმნილია ხელოვნებისთვის
უცნობი ხელოვანის პორტრეტი
უცნობი ხელოვანის პორტრეტი
ხელოვანის პორტრეტი
ხელოვანის პორტრეტი
ვაკეთებთ თქვენთვის
ვაკეთებთ თქვენთვის

მიხეილ კობახიძე (გენიოსი) და მისი "ქორწილი".

დაემატა: 16-02-2021, 21:15
მიხეილ კობახიძე (გენიოსი) და მისი "ქორწილი".

მიხეილ კობახიძე ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი, დიდი ლეგენდა ქართული კინემატოგრაფიის დიდ ისტორიაში დაიბადა თბილისში 1939 წელს. მიხეილ კობახიძე გამორჩეული იყო თავისი განსაკუთრებული ხედვებით და სტილით, რომელიც აღბრთოვანებულს ტოვებს დღემდე მაყურებელს. მის ფილმებში გამოსარჩევია მონაწილე, პერსონაჟთა მოქმედებები, თუ როგორ ასრულებენ რეჟისორის დავალებას ისინი ხმის ამოუღებლად, უბრალოდ მოქმედებებით. ზუსტად ამ სტილის ფილმია მიხეილ კობახიძის თაოსნობით გადაღებული "ქორწილი".

ქართველმა რეჟისორმა 1964 წელს  სადიპლომო   ფილმის სახით გადაიღო.
ფილმი არის მოკლემეტრაჟიანი კომედია, რომელმაც ობერჰაუზენის კინოფესტივლაზე დიდი აღიარება და სამი პრიზი მოიპოვა, როგორებიც არის: ფესტივალის მთავარი პრიზი,  კინოჟურნალისტთა პრიზი,  საერთაშორისო ევანგელისტრუი კინოცენტრის პრიზი.

ფილმში  საშემსრულებლო დონე ძალზედ ძლიერია, რაც უფრო საინტერესოს და ძლიერს ხდის სცენარის შინაარს, ფილმში მონაწილეობენ:  გოგი ქავთარაძე, ნანა ქავთარაძე,  ეკატერინე  ვერულეიშვილი და სხვები.

მიხეილ კობახიძე  საკმაოდ  მკაფიოდ აღწერს  ფილმში ერთი  ბიჭის გულის გამოძახილს  ბიჭის, რომლის   მოქმედებებიც საკმაოდ სახალისო ამავდროულად  დრამატული  და  რომანტიკულია. 

მიხეილ კობახიძე ამ ფილმით ჩვენ გვეუბნება, რომ სიყვარულში ზოგჯერ შეიძლება "არ გაგვიმართლოს" და ისე არ მოხდეს ყველაფერი როგორც ჩვენ ჩავიფიქრებთ და ჩვენ გვგონია. ამავდროულად სასიყვარულო და რომატიული ფილმი არის საკმაოდ კომედიურიც, სწორედ ეს გამოარჩევდა მიხეილ კობახიძეს სხვა რეჟისორებისგან, ჩვენ ფილმ "ქორწილში" ისეთ მომენტებშიც, სადაც იძაბება სიტუაცია შევხვდებით საკმაოდ სასაცილო კადრებს.

ნანა ქავთარაძე და გოგი ქავთარაძე.
ფილმში სიუჟეტი საკმაოდ საინტერესოა, ავტობუსით  სამსახურისკენ მიმავალი ბიჭი გოგოს დაინახავს, რომლითაც მოიხიბლება. უკანა გზაზე დაბრუნებისას ისინი ავტოუბსში ერთმანეთს შეხვდებიან. გოგო კონსერვატორიისკენ მიიწევს სადაც ბიჭი გააცილებს ჯერ მანდ, შემდეგ კი სახლში.
სახლისკენ მიმავალები ბიჭი გაიცნობს გოგოს და  სიყვარულის ახსნას დაუწყებს. სახლის ფანჯრიდან ბიჭს გოგოს დედა ლანძღავს, რაც საკმაოდ კომედიური და სახალისოა.

მეორე დღეს  ბიჭი  ყვავილებს იყიდის და დააპირებს გოგოსთან სახლში ასვლას, ასეც მოიქცევა, მაგრამ იქ მისულს მას გოგო საქორწილო კაბით და მეუღლესთან ერთად დახვდება რის შემდეგაც ის უკან გაბრუნდება და დაღმართს მარტო, ყვავილებით ხელში გაუყვება..


უყურე ფილმს: